გუჩის უყვარს ვეს ანდერსონი

2015 წლის ოსკარების ოთხ ნომინაციაში გამარჯვებული ფილმის "The Grand Budapest Hotel" რეჟისორი Wes Anderson 2015 წლის Fashion Week-ში მონაწილე დიზაინერების ინსპირაციაც გახდა. რეჟისორს ორი მთავარი პრინციპი აქვს ფილმის გადასღებისას: სიმეტრიული კადრები და დომინანტი წითელი და ყვითელი ფერები, რაც მის ფილმებს ესთეტიკურს და სასიამოვნო საყურებელს ხდის. რეჟისორის ინდივიდუალობა ფერთა მისეული შეხამება ყველა დეტალში ჩანს, როგორც მნიშვნელოვან ასევე უმნიშვნელო კადრებში.

წლევანდელ მილანის Fashion Weekზე Lacoste-ს მსგავსად(NYFW) Gucci-ს კოლექციაც Wes Anderson-ის ფილმების დამახასიათებელი სტილით შეიქმნა. კოლექცია გამოირჩეოდა ფერთა და ტანსაცმლის უცნაური შეხამებით.