Lady Gaga - American Horror Story

 

Lady Gaga-ს და A.H.S-ის ეს კოლაბორაცია - დაძმობილება მონსტრებისთვის და არა მარტო მათთვის, ცოტათი უცნაური ამბავია.

დღეს დედა მონსტრმა საკუთარ თვითერზე ამერიკული სერიალის ახალი სეზონის პრომო დადო. 

 

 

 

დიდი ამბავი არა მხოლოდ გაგას მონაწილეობაა, არამედ, მეხუთე სეზონის თემაც. რატომღაც, ბევრს ეგონა, რომ ამჯერად სერიალი "რამე ქიმიასთან ახლოს მყოფ" ისტორიას მიეძღვნებოდა, მაგრამ, არა! Hotel- ეს სერიალის მეხუთე სეზონის ქვესათაურია და ალბათ, Tower of Terror-ის მაგვარს უნდა ველოდოთ, ოღონდ ბევრი სისხლით და იმედია, შიშით, ამ სეზონზე მაინც...

ისე, მგონი, უკვე მთელმა სამყარომ თქვა, რომ სერიალი სულ უკან და უკან მიდის, თითქოს საფეხურებით ჩადის საფლავში. ყოველი მომდევნო სეზონი წინაზე უფრო უინტერესო და სუსტია. ფანებს ეგონათ, რომ Jessica Lange ამჯერადაც ჩააბნელებდა A.H.S - ის სერიებს, მაგრამ - არა. წინ Lady Gaga გველის მთავარ როლში, რომელსაც კი აქვს მიღებული მონაწილეობა Sin City-სა და Machete Kills- ში, მაგრამ სავარაუდოდ ვერ შეძლებს Lange-ს გადაფარვას ან თუნდაც Jessica-მდე აღწევას.

სხვა საქმე იქნებოდა, რომ ემღერა.

 

ერთი, რაც ზუსტად ვიცით, ისაა, რომ ახალი სეზონი თანამედროვე პერიოდზე იქნება.

 

პრემიერა ოქტომბერშია.

დაველოდოთ და ვნახოთ, იქნება თუ არა American Horror Story HOTEL - საშინელებათა ისტორია.