ანა ჯიქიას სიყვარული პატარა გალერეაში

იანვარი პატარა გალერეამ ანა ჯიქიას გამოფენას დაუთმო. "pole of love" (სიყვარულის სვეტი) ერქვა გამოფენას რომელსაც პოეტური ხაზი გასდევდა კონცეპტიდან დაწყებული, კედლის ფერებით დასრულებული. გამოფენას ჰქონდა თავის სუნი, რომელიც მთლიან ნამუშევარს, ამ ჯოჯოხეთი მიწისქვეშა გადასასვლელის სავანად აქცევდა. ყველა სიტყვა, ფერი, სუნი და იმიჯი გამოყენებული ამ გამოფენაში იყო მნიშვნელობის სიმულაცია და არ გააჩნდა მიზეზი ან პირდაპირი კავშირი რაიმე კონკრეტულ განმარტებასთან.

"ეს არის მნიშვნელობასთან შემოვლითი გზა. ჩემთვის ეს გზა არის ინტერესის ობიექტი. ეს არ არის განმარტება, რომელიც არსებობს რაციონალიზმისა და მიზეზის გავლით; ეს არის გზა და განმარტება, რომელიც რეალურად არც კი არსებობს."

"მე ავარჩიე იდეაზე მუშაობა შეგრძნებით და ამ შეგრძნებიდან წარმოიშვა წამიერი ხილვა. ამ ხილვაში ხდება შეხვედრა ორ პიროვნებას შორის: ძალიან დამღლელი და რთული მომენტის შემდეგ. ეს მომენტი ხან გავს საკუთარი ჭრილობის შეხებას და ხან ხის ფისთან შეხებას. შინაგანი ხვდება გარეგანს."