პარალელური კლასი

"პარალელური კლასი" არის ყველაზე კარგი რამ, რაც ბოლო ათწლეულების განმავლობაში, საქართველოში, განათლების სფეროში მომხდარა. ეს არის თანამშრომლობაზე აგებული სწავლებისა და გამოცდილების გაზიარების პრეცედენტი, რომელიც ქართულ სკოლებში იშვიათად, ან საერთოდ არ მოიპოვება. ორივე მხარის - ლექტორისა და სტუდენტის დაინტერესების საფუძველზე, პატარ-პატარა ნაბიჯებით, ძირეული ცვლილებების მიღებაა შესაძლებელი.

კლასელები ზურა ცოფურაშვილი და ჯუბა ფეიქრიშვილი აკეთებენ ამ პროექტს, იმავე სკოლაში (#99), სადაც სწავლობდნენ. მარტივად რომ ავხსნათ, პარალელური კლასი მთავარი გაკვეთილების პარალელური, კლასგარეშე ლექციების ციკლია, რომელსაც დაინტერესებული მოსწავლეები ესწრებიან და რომლის მენტორებიც ძალიან ახალგაზრდა ხალხია. თითოეული კურსი სპეციალურად ამ "პარალელური კლასი"სთვის შექმნილ ნამუშევარს წარმოადგენს, ანუ მენტორი, არტისტი იქნება ის თუ კურატორი თუ მევენახე, სპეციალურად თავისი ლექციებისთვის/ ლექციების განმავლობაში ქმნის ნამუშევარს, ირჩევს სივრცესაც სადაც ტარდება ლექცია. პროექტის შემადგენელ ელემენტებზე კურსის ავტორები მოსწავლეებთან ერთად მუშაობენ. მაგალითად: ბავშვები არიან ჩართულები უშუალოდ პროცესშიც და ორგანიზებაში; ერთი აგვარებს ინფორმაციის გავრცელებას, ლექციების დროსთან და ადგილთან დაკავშირებით, ვიღაც იღებს ფოტოებს არქივისთვის და ასე შემდეგ.

ერთმანეთის პარალელურად ყოველთვის ორი კურსი მიმდინარეობს: ერთი პრაქტიკული, მეორე უფრო თეორიული.
ჯერჯერობით "პარალელურ კლასში" 12 მოსწავლეა ჩართული.

დღემდე, 4 თვის განმავლობაში, შემდეგი კურსებია ჩატარებული:
ბიზნესი - ზურა კახიძე
ფსიქოლოგია - რუსკა ბადრიაშვილი
ფოტოგრაფია - ზურა ცოფურაშვილი
ხატვა - ზურა ცოფურაშვილი და ნუცა ესებუა
იკონოგრაფია - ჯუბა ფეიქრიშვილი
ოპტიკური გამოსახულება - სანდრო სულაბერიძე
პროექტის სტრუქტურა - მერი თათარაშვილი
ამჟამად მიმდინარეობს კულტურისა და რელიგიის კურსები

ამის გარდა, ეწყობა ბევრი ერთჯერადი შეხვედრა და კულტურული სივრცეების მონახულების დღეები.
მამუკა ჯაფარიძესთან შინდისში
ლუკა აქიმიძესთან სახელოსნოში
ზურა ცოფურაშვილისა და ლექსო სოსელიას სახელოსნოში
რამოდენიმე კარგ გამოფენაზე რომელიც კურსების პარალელურად მიმდინარეობს:
ქარვასლაში
ოპერაში მაკნატუნაზე
კონსერვატორიაში
ეროვნულ გალერეაში
ოცხელის გამოფენაზე
წმინდა გიორგის სახელობის სკოლაში, სადაც მიიღეს მონაწილეობა სივრცის ორგანიზებაში
მთასვლელთა ეროვნულ ფედერაციაში
გელა კანდელაკის ფილმის ჩვენებაზე

"ახლა ვცდილობთ რომ შევთავაზოთ მინისტრს სკოლის განვითარების გეგმა, რათა "პარალელურ კლასს" მიენიჭოს გაძლიერებული ხელოვნების სტატუსი, როგორც მაგალითად კომაროვს და ვეკუას. შესაბამისად გამოყოფენ დამატებით რესურსებს და უფრო ოფიციალურად ჩავერევით სწავლების პროცესში და ბევრად დიდ შედეგს დავდებთ.
ცოტახანში ვგეგმავთ სკოლაში ერთი ოთახის შეცვლას და პარალელური კლასისთვის მოწყობას, სადაც თან გამოფენას გავაკეთებთ და გვინდა პუბლიკაციაც დავბეჭდოთ."