მრავალ ახალ ხეს, როგორც იტყოდა

ამ ქვეყანაში მიყვარს ორი რამ. ერთი არის ბუნება.

ბევრჯერ ვცადე სხვანაირად მეფიქრა, მაგრამ ყოველ ჯერზე ისევ იმ აზრს ვუბრუნდები, რომ საქართველოში ბუნება არ უყვართ. უყვართ კი არა, - ეზიზღებათ.მოკალი, მოაძრე, იხმარე, დაკალი მაგის დედაც, გაატყავე, ტყავი მოიცვი, იმის მამულები, ამის ვეფხისტყაოსანი, ვითარცა დიდებულების სიმბოლო,.. მაგრამ იმასაც ვუშვებ, რომ ადრე მართლა არსებობდენ მინდიები თუ გველისმჭამელები, ტყის ჯადოქრები და ხალხიც, რომელთაც უყვარდათ ხეები და ძაღლები, კატებიც კი. მერე კი,  ეს კავშირი გაწყდა და ჩვენ ახლა ის ადამიანები ვართ, ტყის ხანძრები რომ გვიხარია, ბუხარში შევუკეთებთ ნარჩენებსო და ყოველ წელს, ქალაქის ცენტრებში, მოხერხილ ნაძვებს რო ვხედავთ და გული არ გვიკვდება, ან, თლა უკეთესი - ვყიდულობთ, სახლში მივათრევთ, რომ ბანძი/დიდებული ხრუსტალის ანგელოზები ჩამოვკიდოთ და ბევრი ფული ვინატროთ მომავალი წლისთვის, რადგან წელს ანგელოზები ვიყავით, თურმე.

don't fuck with mothernature 

პატარა ნაძვუკა, მით უმეტეს ქართული, ამერიკულ შობა-ახალ წელს უფრო ვერ მოიყვანს, ვიდრე მოიყვანს, არც ოცნებები ახდება მაგის სახლში მითრევით, სიმართლე თუ გინდათ.

 

ვარსკვლავებს რომ ყიდულობთ -  ძალიან რომანტიკულები ვართო, აბა ამ ინიციატივის რომანტიკულობა სცადეთ: Leavingstone x Treepex   პროექტით შეგიძლიათ რომ ძუნძგლიანი, პატარა,მოხერხილი ან ტოტებად დაშლილი ნაძვუკას სახლში წაღების ნაცვლად, ბორჯომის გადაბუგულ ტყეში ერთი ხე დარგოთ სხვისი ხელებით და იაფადაც. თუ ძალიან პრაგმატულები ხართ: ვარსკვლავი იქაა, ძმაო, ხე - აქა, მიხვალ შეეხები, ისა, ესა. და იმ სიაშიც (სახლი აშენე, ცოლი ირთე, ბავშვი ჰქენი, იერთი ხე დარგეო) ერთი პწიჩკის ჩასმასაც შეძლებთ.

ხოდა აბა ჰე

ცოტა თუ სასაცილოა ეს სტატია, სასაცილო უნდა იყოს, რადგანაც მართლა ეს ორი არჩევანია: მოჭრა თუ დარგვა.