Tavidan სულ თავიდან

გერმანია და საქართველო ბევრი წელია დაძმაკაცებულები ყოფილან და მოდი ამას გამოფენა მივუძღვნათ, ქართველი და გერმანელი მხატვრების ძმაკაცობაც ვაჩვენოთო, თქვეს ერთხელ და აგერ უკვე მეორედ, ამჯერად თბილისში, თანამედროვე ხელოვნების ცენტრში, გამოფენაც წამოჭიმეს. დაარქვეს "tavidan" როგორც ყველაფრის საწყისი, ან როგორც რაღაცის გამეორება. საინტერესო გამოფენა კი გამოვიდა, თავისი პერფორმანსებითა და არაპერფორმანსებით, მაგრამ მაინც ინდივიდუალური ნამუშევრების ხარჯზე: იქ ერთი, გუნდური მუშაობის თუ თუნდაც სათაურის გარშემო აწყობილი ნამუშევრების ვერაფერი ვიგრძენით.

გამოფენა კიდევ ძალაშია და წადით, ნახეთ, იქნებ თქვენ დაამატოთ რამე. კიდევ ორი დღე გაქვთ.

 

ფოტოები: Michael Schaab