კონიაკსა და აფრიკას შორის - სკამები

ვორქშოფები რომ გვესმის, სულ გვგონია სათაურში/შემადგენლობაში ან კარიერული წინსვლა უნდა ფიგურირებდეს, ან „პოსტ-საბჭოთა  ----„ ამ შემთხვევაში კი საუბარი არც ერთზეა და არც მეორეზე. გალერეა ნექტარის სამუშაო სივრცეში „ატელიე“ ფინელი დიზაინერების რუდი მერცისა და პიტერ შმიდის  ვორქშოფი ჩატარდა, რომელის თემაც ავეჯის დიზაინი იყო.

ყველამ ქე ვიცით რაოდენ დიდი ისტორია და სასიქადულო ხელოსნები გვყოლია წარსულში და რომ ტრადიციული ჩუქურთმების მთლად გადასარევად ამოჩუქურთმება დღესაც შეგვიძლია, მაგრამ როგორც ბევრ სხვა საქმეში, დიზაინშიც გვიჭირს ტრადიციულისა და თანამედროვეს სინთეზი. მავანმა შეიძლება სპეციალური პროგრამებისა თუ ინფორმაციის არ არსებობას/ხელმიუწვდომობას, არაპროფესიონალ დიზაინერებს დააბრალოს. რაშიც, ნაწილობრივ მართალი იქნება.

ალბათ, სწორედ ამიტომ, გალერეა „ნექტარმა“ ღია კონკურსით შეარჩა სულ ნაირნაირი არტისტი, დურგალი თუ დიზაინერი, რომელთაც ფინელ დიზაინერებთან ერთად იპოვეს სამუშაო თემა, შეიძინეს მასალა, თითოეულმა მონაწილემ შექმნა ესკიზი, რომელიც რუდიმ და პიტერმა გადაამუშავეს და სპეციალური ტექნიკის საშუალებით, საგამოფენო სივრცეშივე დამზადდა.  

 

ფოტოები: ლადო ლომიტაშვილი

ჰოდა, რატომ ვილაპარაკეთ ამდენი? - იმიტომ რომ ამ პროექტის სამი კომპონენტი მოგვეწონა: პროექტის მნიშნელობა, ყველა სკამი, გამოფენა.

ეს ძალიან მნიშნელოვანი პროექტი იყო, რადგან თუნდაც მცირე ნაწილს მიეცა საშუალება გაეცნო და ემუშავა პროფესიონალებთან, და შეექმნა ძალიან ხარისხიანი პროდუქტი, სკამები, რომელთა უმრავლესობაში არაფერს ჩასვასწორებდით. თითოეულ სკამს ფანტასტიკა-გალაქტიკა ხარისხი ჰქონდა და სილამაზითაც იკვეხნიდა. გამოფენის ექსპოზიცია კი - შესანიშნავი - 10/10

ფოტოები: სანდრო სულაბერიძე

ბოლოს კი: გული ყოველ ჯერზე გათბება, როცა ქართულ სივრცეში პროდუქტის დიზაინზე რამე სიახლეს შევიტყობთ. 

თუ გული გათბება, ყველაფერი კარგად წავა და სკამი კომფორტულიც იქნება, ლამაზიც და ღირებულიც.