House of Forward Thinking

Project ArtBeat-ში მაია ნავერიანის გამოფენა ქმნიდა განცდას, "სადაც არ არსებობს არც წარსული და არც მომავალი – მხოლოდ მოუხელთებელი აწმყო და მისი კვლევის უსასრულო შესაძლებლობები“.

მხატვრის 2005-2015 წლებში, ქაღალდზე შესრულებული ნამუშევრები, იყო გრძნობებისა და ფანტასტიკური სამყაროს ილუსტრაცია, გამოფენა კი, პირადი დღიურის დათვალიერებისა და სიმბოლოების ენით ნათქვამი ისტორიის წაკითხვის საშუალება.

 

"ჩემთვის თვით ხატვის აქტი უფაქიზესი პროცესია, რომელიც ინტუიციის მაქსიმალურ ნდობას მოითხოვს", ეს ყოველივე ნამუშევრებშიც შესამჩნევი იყო, ექსპრესიული, დინამიკური, მაგრამ ძალიან მშვიდი და თითქოს წინასწარ განსაზღვრული ხაზები და კომფორტი ფერებში

ტექნიკურადაც გამოფენა არაა დასაწუნი: ექსპოზიცია, ტექსტის განთავსება, არაიდეალური განათება, ყველაფერი ერთად ქმნის არა "კონტეინერი გალერეა"-ს არამედ, "თეთრი კუბი გალერეა"-ს ასოციაციას. და, ალბათ, ესაა მომავალი:  მოძრავ გალერეებში დაკიდული ფანტასტიკური სამყაროს და არსებების გამოსახულებები, ან მომავლიდან - ან წარსულიდან, რომლებიც აღარ გვახსოვს და მომავალში გავიხსენებთ.

ფოტოები:Angus Leadley Brown

 

 

რაც ჩვენ მოგვეწონა, გადამოწმებადია 12 ივნისის ჩათვლით.