ძალიან კარგად ვიცი, სადაც ცხოვრობს შენი კატა

მე ვიცი სად ცხოვრობს შენი კატა - ასე ჰქვია იმ პროექტს, რომლითაც Owen Mundy- მ მსოფლიოს კატები გააერთიანა ერთ სივრცეში.

კეთილი იყოს თქვენი ფეხი დღევანდელი ინტერნეტის სამყაროში, სადაც შეგიძლიათ ყველაფრის ყიდვა, გაყიდვა, ჩაცმა, გახდა, გადახდა და შოვნა; სადაც ყველა გვერდი თვალყურს ადევნებს თქვენს მოძრაობებს, სადაც ყველგან ყრია კატების ვიდეოები თუ სურათები, რომელთა რიცხვი ყოველდღიურად იზრდება.

პირველი კატის ვიდეო youtube - ზე 2005 წელს ატვირთა მისმა ერთ-ერთმა დამფუძნებელმა და როგორც ჩანს, სწორედ აქედან დაიწყო კატების ვიდეოების რევოლუცია ინტერნეტ სამყაროში.

 

რატომ კატები და არა ძაღლები? ამაზე არა ერთი კვლევა ჩაუტარებიათ, როგორც გაირკვა კატები უფრო ინდიფერენტულები არიან კამერების მიმართ, ვიდრე სხვა ცხოველები, თუნდაც ძაღლები. კატა კამერის წინ ყველაზე ბუნებრივია, გამომდინარე იქედან, რომ ის ვერ / არ ამჩნევს კამერას რომელიც მას დაჰყვება. სწორედ ეს ბუნებრივობა აქცევენ მათ ინტერენეტის ვარსკვლავებად. 

გავიხსენოთ - Grumpy cat, რომელიც თავისი ცნობადობით სოციალურ ქსელებში არ ჩამოუვარდება სხვა ჩვენთვის კარგად ნაცნობ ვარსკვლავებს. (1.4 მილიონი - ინსტაგრამი, 8 მილიონი - ფეისბუქი).  ეს კატა არ წარმოადგენს არაფერს, არ აკეთებს არაფერს,  არც რამე განსაკუთრებული ნიჭით არის დაჯილდოებული, მაგრამ მაინც ახერხებს მილიონობით ადამიანის დატყვევებას თავისი უჟმური გამოხედვით, რომელიც მუდამ უჟმურია, იცვლება მხოლოდ გარემო ამ უჟმური სახის უკან. საოცარია, რომ ეს კატა არ კარგავს აქტუალურობას, თუმცა ეს მისი პატრონის დამსახურება უფრო არის ვიდრე მისი უჟმური სახის.

მოკლედ, ცხოველები ინტერენეტში კარგი ბიზნესია. თუ არ ხარ ფიზიკოსი, მუსიკოსი, მსახიობი, მაგრამ გყავს შინაური ცხოველი, მაშინ წინ, ეს შანსი არ არის ხელიდან გასაშვები!
და თუ კატა გყავს, შესაძლებელია მისი ადგილმდებარეობაც კი გავიგოთ.  აი ასე.
თუმცა არც კი ვიცით, ვის რაში სჭირდება ამხელა ინფორმაცია, რომელი კატა სად ბინადრობს ან რატომ, მაგრამ ერთი დიდ სოციალური პროექტი კი გამოუვიდა Owen Mundy-ს, რაც შემდგომ გალერეის ექსპონატადაც კი გადაიქცა  Witte de With Center for Contemporary Art -ში. 

პროექტი იკვლევს ინტერნეტის ორ მხარეს: შინაური კატების შეფასებას სოციალურად და იუმორისტულად, პირადი ინფორმაციების გამოყენების სტატუს ქვოს, სტარტაპებისა და საერთაშორისო მეგაკორპორაციების მიერ, რომელებიც აქტიურად ამცირებენ პირადი ინფორმაციის გავრცელებას. ეს საიტი არ გვიჩვენებს ინტერნეტში არსებულ ყველა კატას, მხოლოდ კატების იმ ნაწილს რომელთა პატრონებიც ასაჯაროებენ მათ ადგილმდებაროებას, რის გამოც კატის მოყვარულებს შეუძლიათ მათ ახლოს მდებარე კატა იპოვონ და ფანჯრებთან დაუდარაჯდნენ რამე მიზნით, ან უმიზნოდ.