შრატი და ჭეშმარიტება

Comics to cry yourself to sleep by

სუპერგმირები აქაც არიან და იქაც არიან, მაგრამ მანჩესტერი გოთემი არ არის და არც მეტროპოლისია. არც ბეტმენი გამოყოფს ადრენალინს, არც სუპერმენის მანქანის ქვეშ აწებებენ ჩუმად ბოროტისმსურველები კრიპტონიტს  და არც სხვა სუპერ-სუპერ-მფრინავი-ტიპები დაფრინავენ ქალაქის თავზე. აქ მამრებს ძირითადად არ აქვთ ნავარჯიშები სხეული და შესაბამისად არც შესამჩნევად განვითარებული კუნთები, ხოლო მდედრებს არ აქვთ წვრილი წელი, დიდი ძუძუები, აკლიათ მოტმასნილი  სექსუალური კოსტიუმები და ელასტიურობა. აქაურები ვერ უყურებენ ქალაქს შენობების სახურავებიდან და ამიტომ ვერ არიან საკმარისად რომანტიულები. გმირები ვერ გმირობენ, "ვილანები" ვერ "ვილანობენ", ხოლო ხალხს თავის მხრივ არც ერთი აინტერესებს და არც მეორე. ამათ არავინ ეუბნება ისეთ დრამატულ ტექსტს, როგორიცაა ”You won’t kill me out of some misplaced sense of self-righteousness. And I won’t kill you because you’re just too much fun. I think you and I are destined to do this forever” ან  “Oh, you think the darkness is your ally, you merely adopted the dark. I was born in it, molded by it.” იმიტომ, რომ აქაურობას აკლია პოპ-კულტურისთვის დამახასიათებელი პლასტმასის დრამატიზმი - კეთილი და ბოროტი არ ებრძვის ერთმანეთს, სიყვარული და სიძულვილი არ ჭიდაობს. სუპერ-გმირებს და ბოროტმოქმედებს ერთმანეთი ფეხებზე კიდიათ, ერთმანეთის გარდა სხვებიც  ფეხებზე კიდიათ და თავის მხრივ იმ სხვებსაც ფეხებზე კიდიათ ესენი Jon Adams-ის ონლაინ კომიქსში Truth Serum.  

ლხინი იქა, ჭირი აქა.

ფქვილი იქა, ქატო აქა

გაზვიადებული ექსპრესიულობა იქა, გაზვიადებული მონოტონურობა აქა

სამაგალითო პიროვნებები იქა, აპათიურები და გულგრილები აქა

ჰოლივუდური ღიმილი იქა, სარკაზმი აქა

პოპ-კულტურა იქა, პოპ-კულტურის არ გვჯერა აქა

The days pass. Phones don't ring. Friends don't come by. Eye contact is avoided.

You're in Manchester now.