ემოჯი ჯი ჯი ჯი

ემოჯი -  ხშირად არაფრის მთქმელი სიტყვების ნაცვლად გამოყენებადი სიმბოლოები, გრძნობების/ემოციების ვირტუალურად გადმოცემის საშუალება ჯერ კიდევ 90-იანი წლებში, მანგასა და იაპონური პიქტოგრამების ზეგავლენითაა შექმნილი და იაპონური მობილურების პირმშოა, მაგრამ პოპულარობა მას შემდეგ მოიპოვა, რაც Iphone- ში დაიწყეს მისი გამოყენება. 
ჰა ახლა, უკვე წარმოუდგენელია ვირტუალური დიალოგები ემოჯიების გარეშე, მეტიც, ზოგჯერ სიმბოლოებით წერა უფრო მარტივია, ვიდრე სიტყვებით. 

Shigetaka Kurita ის ღმერთია, რომელმაც ეს რევოლუცია მოახდინა.

სტატისტიკა ცალკე სპორტია და აგერ, ვინც არ იცით, ახლა გეცოდინებათ, რომ 2 მილიარდი სმარტფონი დღეში 6 მილიარდ ემოჯის აგზავნის აქეთ-იქეთ. ამ 6 მილიარდიდან პირველ ადგილზე ჩაფსმამდე მოცინარი :D თურმე ხალხი დიდოდენ ბედნიერია.
Instagram-მა ბევრი იფიქრა თუ ცოტა, ემოჯების ჰაშთაგებიც დაუშვა, ალბათ, უფრო იმიტომ, რომ დღეს უკვე სლენგი ემოჯებმა ჩაანაცვლა, კულტურის და ლიტერატურის ნაწილიც გახდა, ემოჯები გველაპარაკებიან სიყვარულეზე, საჭმელზე, მოგზაურობაზე, ურთიერთობაზე, ემოციებზე, სექსზე, გენდერზე, ომზე; ემოჯებზე დგას მთელი სამყარო და კიმის უკანალი.

 

კიმოჯებით ლაპარაკი კი ის არ არის, რაც თქვენ გგონიათ, ამიტომ, თუ  ზედმეტი ორი დოლარი გიგდიათ, შეგიძლიათ თავად გამოსცადოთ, რასაც ვგულისხმობთ. კიმმა ააფეთქა appstore, 9000 გადმოწერით მილიწამში და ახლა უკვე სააღდგომო კიმოჯებს გვთავაზობს.

წითელი, ყვითელი, შავი, გეი, ლესბი, ოჯახი. iOS 6 ვერსიიდან უკვე ვხვდებით ჰომოსექსუალ წყვილებს, თუმცა თავდაპირველად ამ წყვილებს არანაირი სახითი გამომტყველება არ გააჩნდათ, განსხვავებით ჰეტეროსესქუალი წყვილებისგან; მომდევნო ვერსიებში კი, როგორც ჩანს, გაითვალისწინეს შეცდომები, ის რომ, მათაც გააჩნიათ ემოცია, გამომეტყველება და შეიძლება ჰყავდეთ ოჯახი. თუმცა რუსეთი, როგორც ყველაზე მართმადიდებელი და ღრმად მორწმუნე ქვეყანა გამოხტა Apple- ის წინააღდეგ, თითქოს ეს უკანასკნელი პროპაგანდას უწევს ჰომოსექსუალებს. მაგრამ ვერ მოგართვით, ყველაფერი მაინც ისე დამთავრდა, როგორც ემოჯის უნდოდა, ჭირი იქა , ლხინი აქა. პუტინმა ისიც კი თქვა, არაფერი საწინააღმდეგო არა მაქვს არატრადიციული ორიენტაციის ხალხთან, პირიქით არჩევანი საშუალება უნდა მივცეთ ახალგაზრდებსო; მაგრამ, ფიცი მწამს, ბოლო მაკვირვებსო.

ემოჯის მენსტრუაციც მოუვიდა - Femoji თვლის რომ მენსტრუაცია არ უნდა რჩებოდეს ტაბუ დადებულ, სასირცხვილო ამბად. იმის გამო, რომ  დღეს მილიონობით მდედრს უჭირს ამ თემაზე საუბარი, Femoji  საუბრის მარტივ გზას გვთავაზობს, მაგრამ ამ სიმბოლოების ბაზარზე შესატანად საჭიროა პროექტის მხარდაჭერა და პეტიციაზე ხელის მოწერა. 

როგორც განვითარდა დამწერლობები, იმაზე ატასჯერ სწრაფად ვიტარდება ემოჯი. ეს პიქტოგრამები მალე მთელ სამყაროს დაიპყრობს და დღეს არსებულ ლეგოლენდს ემოჯილენდად გარდაქმნის. 

აგერ თქვენ და აგერ -  ჩვენ.

აგერ კიდევ - ემოჯი.