წიბახას და

21 აპრილს, 18:00 საათზე, „ევროპის სახლში“ "ქალთა ფონდი საქართველოში" მხარდაჭერით, გურამ წიბახაშვილის ფოტოგამოფენა გაიხსნა, სახელად „და“.

ფოტოების სიკარგეზე თუ ტექნიკურ სისწორეზე საუბარს არც დავიწყებთ, მთავარზე მოგიყვებით: გამოფენის ემოციური ფონი: სევდა, სიყვარული.

ფოტოები ასახავდა წიბახას დას,  ხოლო ისტორიები, რომელიც A4 ფორმატზე იყო ამობეჭდილი, სენტიმენტალურ, რეალურ, ყოველდღიურ თუ ზოგად მოგონებებს გვიყვებოდა, რომელმაც, დამთვალიერებელთა უმრავლესობა აატირა კიდეც, ჩვენ კი ვფიქრობთ, მათ გარეშე უფრო ემოციური იქნებოდა ეს ყოველივე. (თან კედელზე მიკრული ფურცლებიც არ მოგვწონს.) და თან ზოგჯერ თქმითაც დაშავდების. მაგრამ რაცაა, ესაა ავტორის გადაწყვეტილება.

ევროპის სახლის პირველ სართულზე სეირნობა სხვისი ოჯახის ალბომის თვალიერებას ჰგავს, ზოგჯერ ძალიან სასიამოვნოს და საინტერესოს, ზოგჯერ კი, დროის გასაყვანს.

მთავარი ისაა, რომ გამოფენა არის საქველმოქმედო, ღონისძიებაზე შეგროვებული თანხა ჩაირიცხება ა(ა)იპ „ალტერ დრამას“ ანგარიშზე და მოხმარდება ინკლუზიური თეატრის განვითარებას, მათ საშუალება მიეცემათ დაიქირაონ თეატრალური სივრცე და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისა და ხელოვანების პროფესიული თანამშრომლობის  ახალი დადგმა შესთავაზოს მაყურებელს. ამასაც მთელი სხეულით და სულით ვუდგავართ გვერდში, რამდენად მიაქციეს ამას დამთვალიერებლებმა გახსნის დღეს ყურადღება, ეს ცალკე საკითხია. მაგრამ, ყველაფერი წინაა: მიდით, ნახეთ და ჩაყარეთ ხურდა ყუთებში, ან ქაღალდის ფული ჩააგდეთ, ან ბრილიანტები, ან ბრილიანტის მაგვარი ცრემლები; ნუ, რაც გაგაჩნიათ.