წმინდა წყლის ეროვნული სამეფო ბანქო

ამბობენ, პატარა მეფეები დედის ძუძუს წოვას რომ მორჩებოდნენ ხოლმე, მაშინვე ბანქოს სწავლას იწყებდნენ, თავშესაქცევი რომ ჰქონოდათ უძღები ომების ეპოქაშიო. მერე პატარა მეფეები იზრდებოდნენ და დიდი მეფეები ხდებოდნენ, ან არ ხდებოდნენ, ძირითადად კარტში იგებდნენ, მაგრამ როცა აგებდნენ ყველაფერს ბანქოს არაეროვნულობას და პროვოკატორებს აბრალებდნენ.

 

 

მას შემდეგ განვლო საუკუნეებმა და "მოგზაური არტ წიგნები"- ს ქარავანში შევამჩნიეთ რაინდ გიორგი ჯინჭარაძის პროექტი ‘ქართული ბანქო’ ,რომელშიც ეროვნული და მამაპაპური ვიზუალური მასალაა გამოყენებული. რაის სამეფო ეროვნული პროექტი იქნებოდა, დიდხანს რო არ გაგრძელებულიყო და ამიტომაც კარტის დიზაინზე ორი წლის განმავლობაში მუშაობდნენ. 

 

 

ემანდ, ეროვნული და ტრადიციული ეძახე და ეს ყველაფერი Bicyclecards პოკერის სტანდარტებზე აუწყია რათა უცხოელებისთვისაც დეყენებინათ თვალი. ბანქოს დასტა არის ქართული, მაშასადამე არის ინტერნაციონალი!

 

 

სხვა რომ ბევრ ფიქრს დაიწყებს და შენ რომ უსაქმურობისთვის ბევრ დროს გჩუქნის, შეგიძლია კარტზე მიწერილი ინფორმაციებითაც გაიდიდრო ცოდნა. "კითხვა და ინფორმაციული წყურვილის დაკმაყოფილება მიგვიყვანს სწავლის კენწერომდე, რომელიც უკვე ტკბილიაო." - თქვა ერთმა ბერძენმა ფილოსოფოსმა.

 

 

მაგრამ, ალბათ, ტუალეტობანას თამაშიც შეიძლება.

ზუსტად ვიცი.

მსგავსი პოსტები