follower.today

 

 

***

- საყვარელო, მგონი ვიღაც გვითვალთვალებს.

- ჰეჰე, რას ამბობ, ძვირფასო. პარანოიის ნიშნებია, თუ რა გჭირს?

- არა, მართლა. დილიდან თან დაგვყვება.

- გეჩვენება-მეთქი, გეუბნები.

- ვაიმე, გავგიჟდები ახლა!

- ჰო, კარგი, რა დაგემართა...  Lauren Mccarthy-ის პერფორმანსში ვიღებ მონაწილეობას -  ვიღაც უცნობი ადამიანი მითვალთვალებს მთელი დღე. აი, შეხედე: ონლაინ-აპლიკაციაა - შედიხარ, რეგისტრირდები. ირჩევ: გინდა შენ გითვალთვალებენ, გინდა - შენ უთვალთვალებ. ხომ იცი როგორ მიყვარს ყურადღების ცენტრში ყოფნა. რაც ჩემი ძაღლი მოკვდა, ყურადღება ისე მომაკლდა...

- მე, საყვარელო?

- რა შენ?

- მე ხომ გყავარ?

- ჰო, მაგრამ შენ ხომ ჩემი ძაღლი არ ხარ, საყვარელო. თან ცოდვა გამხელილი ჯობს და აჰ, ისეთი ამაღელვებელია, როცა უცნობი ადამიანი მთელი დღე უკან დაგდევს. ისე, წესით ვერც უნდა შეგვემჩნია, ვერ დაიმალება წესიერად?

- რომ არ მოგეშვას, ძვირფასო? მანიაკი რომ აღმოჩნდეს?

- რას ამბობ, ძვირფასო, პროექტის მიხედვით დღის ბოლოს ჩემს სურათს გამომიგზავნის და მომწერს, თავი დაგანებეო. ჰოდა ყველაფერი დასრულდება. მეორედ აღარსად აღარ შევხვდებით.

- ნამდვილი ვარსკვლავი ხარ, ძვირფასო.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

***

- საყვარელო, გამოგიგზავნა იმან ფოტო, შენი დევნა შევწყვიტეო?

- ნწ.

 

 

 

 

მსგავსი პოსტები