Blue Yogurt - მანანას კულტი

• ნაწილი პირველი - HIGH ADDICTION

 

ნგრევა, ომი, ყაჩაღობა, ადამიანის პირველყოფილი ინსტიქტები, სრული უმედობა, ნაციორნალიზმი, რწმენა, რწევა , რწყევა, გინება, ლოცვა, იმედი, ტელევიზია, მოწოდება, შიმშილი, ვაკუუმი, ტყვიები, მადონა, მერაბ კოსტავა, ზვიად გამსახურდია - ეს ის უმწირესი, შემთხვევითი ჩამონათვალია, რაც 1990-2000-იანი წლების საქართველოდან გამახსენდა, როცა მანანა არჩვაძე-გამსახურდიას სახელი წავიკითხე.

 

 

სამ ომს გამოვლილ თაობას დაუმატე ორ ომს გამოვლილი თაობა, კიდევ დაუმატე ამ თაობათა შვილების სურეალური სამყაროს გეტოებში აღზრდილი თაობა და მიიღებ თანამედროვე, ეროვნული ინტერნეტ სივრცის იმ აუდიტორიის ერთობლიობას, რომელიც მანანა არჩვაძე-გამსახურდიას საქართველოს უახლესი ისტორიის გაკვეთილებს Youtube-ზე თვალს ადევნებს და შემდეგ - იმ სამყაროს წარმოუდგენლად საინტერესო და შეუსწავლელ თხრობას განიხილავს სხვადასხვა სოციალურ ქსელში. ეს ის ესთეტიკურად მდიდარი და ინტერნეტ-ტრეშ კულტურის ყველაზე ბინდით მოცული მასალაა, რომელიც სულ ახალი მუსიკალური ჯგუფი იდეურად გააერთიანა და მათი პირველი ციფრული ალბომის გამოცემის იდეად იქცა.

 

ეკრანზე დაფიქსირებული, კაბელებიდან დანახული მანანას ესთეტიკური ხაზი ნაყოფია იმ ინტერნეტ დამოკიდებულების, რომელიც თანამედროვე სამყაროს ყველაზე დიდი საჩუქარია ჩემი თაობისთვის. ინფორმაციის სწრაფი გაცვლა, მისი უაზრო მრავლობითობა და უსასრულო პირდაპირი ჩართვა უახლესი ისტორიიდან საშუალებას აძლევს თანამედროვე ადამიანს გაიაზროს, სხვა სამყაროდან შეხედოს და დაინახოს ფესვები იმ ქაოსისა, რომელიც ასე დაულევლად იძლევა ნაირ-ნაირ ინსპირაციას ნებისმიერი ახლად შობილი იდეისა. Blue Yogurt-ის იდეური წვდომა, გამოყენებული ალბომისთვის, რიგითი მსმენელისთვის ჟღერს ასე - მანანა,როგორც ეროვნული მადონა ლუიზა ჩიკონე!

 

• ნაწილი მეორე - A E S T H E T I C S  O F  I D E O L O G Y

 

WHAT IF I TOLD YOU, რომ არ არის საჭირო დეკადების გალევა, რათა ბოლო 20 წლის სიგიჟე გაიაზრო, "გამათავისუფლებელი მოძრაობის“ ხორუმს თვალი ადევნო და იმ პერიოდის ნებისმიერ წამოძახილსა თუ მოწოდებას ყოველდღიურ აქციაზე (თუ სუფრაზე) ვირტუალური სამყაროს თვალით შეხედო. წარმოიდგინე, რომ ზიხარ ზუსტად ისე, როგორც ლილუ მეხუთე ელემენტიდან და ეკრანზე უყურებ ყოველივე იმას, რაც დღევანდელი სივრცის რეფერენსია მრავალი ინტერნეტ სივრცითი მოცულობების, სადაც ძნელია იპოვნო ზუსტი საზრისი იმ მასალისა, რასაც Blue Yougurt გვაძლევს. რადიკალური ნაციონალიზმით გაჟღენთილი კადრები და მომავლის თვალით დანახული წარსული შობს „Weirdo“ კულტურულ მარშუტებს ვირტუალურ სამყაროში, რომლის ერთ - ერთი, ალბათ, ყველაზე უფრო ყურადსაქცევი გაჩერება Blue Yougurt-ის “Cult Of Manana” - ა.

ეს ალბომი არც შარჟი და არც რომანტიზმია განვლილი წლების, ის, ალბათ, უფრო ჩამოუყალიბებელი, წარუმატებული ნაციონალური იდეოლოგიის ესტეტიკის ხმაა მომავლიდან. ალბომში შესული კომპოზიციების დიფერენსია და ქაოსი ქმნის ნახსენები იდეოლოგიური ტერორიზმის ესტეტიკურ აღქმას მისი ჟღერადობით, ხოლო მასში გამოყენებული სემპლები კიდევ უფრო მეტ სიმძაფრეს მატებს მას.

 

• ნაწილი მესამე - 8 track of weirdo rhyme from past

 

“Cult Of Manana” - აგნის (Aghnie) იგივე იკა ჯოჯუას კომპოზიციით იხსნება,რომელიც სავსეა გლოვის ემოციური სიმშვენიერით, ხოლო უშუალო ჟღერადობა lurk around the corner-ისა ძირითადად თანამედროვე ინდუსტრიალური ხმებით ზავდება.

 

 

იკას მოყვება SEQTA იგივე ბესკა კაპჩელაშვილის - შავი ვარსკვლავი გაუბრწყინებლი იბერიის თავზე, რომელიც პოსტ-საბჭოთა სივრცის ატმოსფერული ხმებითა და Lo-Fi ინტერნეტ როუტერის განზომილებითი ხმების ნაზავია.

 

 

ლევან შანიძის “Needaleader” – არ მიყვება ზედა ორ არტისტის ესტეტიკურ ხაზს და ამეტყველებული სინთეზატორით გველაპარაკება - „mananaa where are your people, where is your pinky dress“ . კომპოზიციას ერთვის დრამიც,რაც მას ტრიბალურ ჟღერადობას მატებს.

 

 

ელიტური ნინძა დასავლეთ საქართველოდან (West Georgian Elite Ninja) იგივე სანდრო დოლბანძე, ცდილობს მანანას საკრალური მხარე გაგვაგონოს, რისთვისაც Dark Ambient სინთეზატორს უერთებს პორტალს 1991 წლის 9 აპრილის მეორე პორტალთან, სადაც დამოუკიდებლობის გამოცხადების სიხარული 9 წლამდე ბავშვს ლექს აკითხებს. ტექსტს გთავაზობთ უცვლელად -

 

“ Let it shine in the sky of the Iverians

The sun illuminating night-the holy chalice

Have marcy on us thou who had blassed our wine

And had betrothed briede Unwedded-the theotokos

Let’s erect our temple on the stones

Light up the candle for those who walk in the darkness,

St George and St. Nino’s cross do lead us up the thorny of Christ”

 

 

ზუკა ბაბუნაშვილი იგივე Zesknel პირდაპირ რეპორტაჟს უძღვება ფილარმონიასთან გამართული მრგვალი მაგიდის აქციიდან. ვინ იცის, რომელი წლებია, მაგრამ ნაცნობია დრამი და Techno, Acid ბიტებით აწყობილი კომპოზიცია. LET US DANCE HAH?

 

 

თამარ ჩადუნელი იგივე . qpq-[e .•° tamura პიანინოს იყენებს, რათა გვანახოს თბილისის სილაღე და გვთავაზობს  სკოლის კედლებში ჩაკეტელი ახალგაზრდა ტვინების საუნდტრეკს.

 

 

ანა ჯიქიას კომპოზიცია გამდიდრებულია სწორედ, რომ R&B სემპლით, რომელიც კიდევ უფრო ამყარებს მანანას პოპ ვარსკვლავ მადონასთან ესთეტიკურ კავშირს. გაგრძელებულია მონოტომური ბლოკადის ატმოსფეროს გადმოცემით, ისმის გალობა, შემდეგ A BIT OF RAVE და ბოლოს ისევ ქვესკნელი. ეს კომპოზიცია ერთგვარი მოგზაურობაა ზემოთხსენებულ ქაოსში რომელშიც ანას დაჭერილი ხმები მოაქვს, შესაძლოა საკუთარი სიზმრებიდან.

 

 

და ბოლო, ალბათ, ყველაზე ყურადსაქცევი კომპოზიცია ალბომიდან - ლადო ონიანის იგივე SLAVEMARKET-ის ფურცვლა და არხიდან არხზე სერფინგი ქმნის კომპოზიციის მთავარ მუხტს,რომელიც შემთხვევით სატელევიზიო ხმების სემპლებით აწყობილი რითმაა, რითმი სიგიჟისა, რომელიც დღემდე განუწვეტლივ მოედინება ტელევიზორის ეკრანებდან ჩვენამდე. განა ეს მუსიკა არაა?! განა ეს თანამედროვე ედემის ჰანგები არაა?! ციფრული უკვდავების სათავეები - ასე შეფასდება ლადო.

 

 

საბოლოო ჯამში, ალბომი 8 მარშუტია მომავლიდან წარსულის ფესვებამდე. კაბელებით მიღწეული ემოციური წვდომა განვლილთან და მანანა არჩვაძე-გამსახურდიას ჩაცმულობის ეკრანიზაცია ციფრული ხმებით, ციფრული სამყაროდან წარსულში.