დიგერები ჰერკულესის ფეხსაცმელებში

ესეიგი, ფენები ხო არის, აი, დედამიწის ფენები, ჰოდა, მასე არსებობს ქალაქი და ქალაქის ფენები, სახურავი, იატაკი, ასფალტი, ასფალტის ქვეშ - მეტრო, მეტროს ქვეშ კიდევ რაღაც საინტერესო, სადაც მარტო დიგერებს შეუძლიათ ჩასვლა.

"მოგზაური წიგნები" იმიტომაა ჩვენი საყვარელი პროექტი, რომ ასეთ წიგნებს ვპოულობთ. სალომე დუმბაძის არტ წიგნი ამ "კიდევ რაღაც საინტერესო" მიწისქვეშეთზე და იქ მცხოვრებ არსებებზეა, რომლებიც მართლა იმიტომ არიან არსებები, რომ არსებობენ, თორემ სხვანაირად რომ ყოფილიყო, სხვა რამ ერქმეოდათ.

 

იქ, სადაც ველური არსებები ცხოვრობენ, იქ სადაც წყალი მუხლამდეა და ცოტა უფრო მაღლა, სინათლე მარტო ღამურების თვალებიდან აღწევს, და რაკი ამბობენ, რომ ღამურებს მარტო დღისით სძინავთო, ამ სიბნელეში საერთოდ არ სძინავთ და თვალებიც სულ გახელილი აქვთ, და შესაბამისად, სინათლეც სულაა, რადგან სინათლე მათი თვალებდან შემოდის მხოლოდ.

 

ქვევით რო ჩადიან, მარტო დიგერები ჩადიან და დადიან, იმ დიგერებიდან ვინც უფრო ღმერთივითაა და ვისაც ჰერკულესის ფეხსაცმელი აცვია, მარტო იმას შეუძლია დიდი წყალი რო გამოჩნდება იმ დიდ წყალზე გადასვლა და დანარჩენები კი ზევით რო ამოდიან ( ისევ ასფალტზე) თოკით ამოდიან. თოკზე ამოსვლა არის ძნელი.