აპოკალიფსი აღარ იქნება!

 

*ქვემოთ შეხვდებით სრულიად ობიექტურ ქება-დიდებას ერმალო მაღრაძის ახალი ფილმისა “ აპოკალიფსი არ იქნება”.

 

 

ბევრ მიტინგსაც კი არ ახსოვს მსგავსი ანშლაგი, კინოს სახლთან თითქმის უთვალავი ადამიანი შეიკრიბა და წვიმაში ელოდა საბურთალოს აპოკალიპტური საცობების გამო, ორი საათით გადადებულ პრემიერას.

 

 

ეს იყო მიამიტური, ჰეროიკული ფილმი, სავსე ზოგადსაკაცობრიო პრობლემებიდან რომანტიკული გამოსავლებითა და ბავშვურად გულწრფელი სამყაროს გადარჩენის სურვილით,  ქართული თრეშის ღმერთის ტრადიციულად დიდებული დიალოგებით, ულამაზესი კადრებით, მსახიობებითა და აბსოლუტურად არაჩვეულებრივი მონტაჟით! ძალიან კარგი რეპეტიციის ეპიზოდით, სიმღერით, რომლის ტექსტიც თავად რეჟისორს ეკუთვნოდა და ოდნავ სასტიკად გაწელილი ქორწილის სცენით.

 

#სიყვარული❤️

A video posted by Gvantsa Jishkariani (@naive.superstar) on

 

 

 

ერმალომ თქვა სიყვარული შეაჩერებს აპოკალიფსსო. უცნაური რამ მოხდა, სიბნელეში ფილმის მსვლელობისას მნახველის დამოკიდებულება, შუქის ანთებასთან ერთად, სრულიად შეიცვალა. იმ სიყვარულმა, რომელიც რეჟისორისგან მოდიოდა, დაბლოკა მნახველის ნაწილის თავდაპირველი ზედაპირული მხიარულება და ცინიზმი.

 

 

When everyone is happy and blessed #therewillbenoapocolaypse

A video posted by Gvantsa Jishkariani (@naive.superstar) on

 

და მგონი, ყველას გვჯეროდა რომ აპოკალიფსი მართლა არ იქნებოდა, იმ ღამით მაინც.

და ეს ის დღეა, რომელზეც მართლა შვილებს მოუყვებიან, შვილიშვილებსაც. რაღაც მოვლენაა, საიდუმლო.