რჩევა ახალგაზრდებს

/ქართული კულტურის დღეებზე ჩვენ, როგორც თანამედროვე ხელოვანებს, გვინდოდა კრიტიკულ ჭრილში მოგვეხდინა  " ქართული კულტურის", როგორც უკვე ჩამოყალიბებული და უცვლელი ტერმინის  რედეფინიცია.../

 

 

როგორია ქართული კულტურის პოზიცია თანამედროვე ხელოვნების სამყაროში? განიცდის თუ არა ის “ქართველობის” დაკარგვასთან დაკავშირებულ გარკვეულ შიშებს ინტენსიური გლობალიზაციის პირობებში? როგორია მისი პოტენციალი ციფრულ და ტექნოლოგიურ ეპოქაში?  რატომ არის თანამედროვე გამოხატვის ფორმა, ენა და მედიუმები ხშირად ასოცირებული რაღაც კულტურისთვის სახიფათოსთან? - "ახალი კოლექტივი" ეცადა ეს კითხვები დაესვა პოლონეთში, გდანსკის თანამედროვე ხელოვნების ცენტრში, საქართველოს დღეების ფარგლებში გამართულ გამოფენაზე.

"ჩვენ გავიზარდეთ დაშლილი სტრუქტურის ინტელექტუალური და ვიზუალური ნარჩენებით გარშემორტყმულნი, იმ სისტემის ნანგრევებში, რომელშიც არასდროს გვიცხოვრია და ყოველთვის ზღაპრის მსგავსად გვესმოდა ისტორიების დონეზე. ჩვენ არ ვართ პოსტ-საჭოთა, ჩვენ ვართ პოსტ-პოსტ-საბჭოთა, პოსტ-ანარქიული, პოსტ ნაციონალისტური, პოსტ-ლოჯია თაობა." 

გამოფენა რამდენიმე ნაწილისგან შედგებოდა: ინსტალაცია, ვიდეო და საუნდ პერფორმანსი, პროცედუალური ნამუშევრები საგამოფენო სივრცეში. ინტერაქციული გამოფენები, გარკვეულ წილად, ახალი კოლექტივის ხელწერად ყალიბდება, ჩვენ ისევ გვახსოვს მათი პირველი გამოფენა, რომელიც მთლიანად მნახველის ჩართულობაზე იყო აგებული.

გამოფენა გულისხმობდა პროცედუალურ ნამუშევრებს, რომლებიც მნახველების რჩევებზე დაყრდნობით უნდა აგებულიყო. ამით კოლექტივის წევრები შეეცადნენ უტრირება მოეხდინათ გარკვეული თემებისა, რომლებიც ქართულ საზოგადოებაში იკვეთება. ნამუშევრები მნახველთან ერთად უნდა დასრულებულიყო, თუმცა, აღმოჩნდა, რომ მხატვრებმა შექმნეს დამოუკიდებლად მუშაობისა და გადაწყვეტილებების მიღების გარემო, რომელიც, ალბათ, იმდენად დასრულებულად გამოიყურებოდა, რომ დამთვალიერებელი მხოლოდ ყურებითა და სმენით დაკმაყოფილდა.

 

მსგავსი პოსტები