ახალი კოლექტივი ტრიენალეზე

წელს რიგით მეორე ტრიენალე გაიხსნა თბილისში. თვითორგანიზებადი სისტემები - S.O.S [Self-Organized Systems]. - ასეთი არის წლევანდელი ტრიენალეს თემა, რომელმაც ბევრი არტისტი გააერთიანა ერთ თუ არა რამოდენიმე სივრცეში. ხვალ, 2 ოქტომბერს ახალი კოლექტივის წევრები მინა ჰენრიკსონთან გახსნიან თავიანთ გამოფენას თბილისის ეროვნულ სამეცნიერო ბიბლიოთეკაში. “ახალი კოლექტივი “თავად არის თვითორგანიზებადი სისტემა, რომელიც უკვე ერთი წელია რაც არსებობს, თუმცა რამდენად მდგრადი და მუდმივია ეს პროცესია, ამაზე თვითონ კოლექტივის წევრებსაც არ აქვთ პასუხი. უმეტესობა თვლის, რომ ეს ვორქშოპის შედეგად შექმნილი ორგანიზმი, უფრო მეტად პასუხიმგებლობაზეა დამოკიდებული, ვიდრე რაღაც საერთო შეხედულებებსა თუ ახლო ურთიერთობებზე.

სწორედ პრობლემებსა თუ კონფლიქტებზე ამახვილებენ ყურადღებას ახალი კოლექტივის წევრები; თითოეული მათგანი 12 მაგიდაზე წარმოადგენს თავიანთ გრძნობებს და ემოციებს, რომელიც, რა თქმა უნდა, დაკავშირებულია ჯგუფის მიერ განვლილ ერთწლიან პროცესებზე, პრობლემებსა და მიღწევებზე. თითოეული მონაწილე, მის კუთვნილ მაგიდაზე ეცდება გადმოსცეს ის ემოციები, რომელიც ერთად მუშაობამ დაუტოვა. ეს იქნება ერთგვარი ანალიზიც: რამდენად მდგრადია ხელოვნურად შეწებებული, თუნდაც თვით ორგანიზებადი სისტემები...

ახალი კოლექტივის წევრებმა ამ ერთი წლის განმავლობაში არა ერთი გამოფენა მოაწყვეს : თბილისი, გარიყულა, წყალტუბო, ტრიენალე. 10 ოქტომბერს კი გდანსკში , პოლონეთში, საქართველოს დღეების ფარგლებში გაიმართება გამოფენა. ამაზე კი აუცილებლად ვისაუბრებთ შემდეგ სტატიაში.