იოგა და ჯარისკაცები

Dan Abramson ამბობს: "ჯანსაღ პლასტმასის სხეულში ჯანსაღი პლასტმასის სულია. გადააგდე მძიმე AK5 და შეიძინე იოგას მსუბუქი აბონემენტი. თითოეულმა სათამაშო ჯარისკაცმა უნდა გააცნობიეროს, რომ მისი პლასტმასის სხეული ისეთივე ფლექსიურია, როგორც 90-იანების თოჯინა "ბარბის" მავთულჩამონტაჟებული რეზინის მუხლები (და არა თოჯინა "სინდის" გაშეშებული მუხლები), ხოლო გონება ისეთივე მშვიდია, როგორც ჩიტების ჭიკჭიკი ტყის პირას (და არა "ჩიტო, ჩიტო, ჩიორაო! - რაო, ბატონო მელაო? - ერთი ბარტყი გადმომიგდე, თორემ შავ დღეს ისა..." )


ჯარისკაცები უსმენენ Dan-ს და იწყებენ ვარჯიშს. კრიშნა ჩვენკენ!

 

ჯარისკაცები Dan-ს მადლობას უხდიან. მათი პლასტმასის სხეული უკვე ღიაა სამყაროს მიმართ. მათი პლასტმასის სხეული ჰარმონიულად ერწყმის სამყაროს, სადაც ბარბის მუხლები ფლექსიურია და ტყეში ჩიტები სიამოვნებისგან ჭიკჭიკებენ. Here to keep the inner peace. იოგი ჯარისკაცების შეძენა აქ შეიძლება.