დედაქალაქი ბოროტებაა

ყველა სიტყვა შემიძლია სიძულვილად გადავაქციო და ბევრი ზიზღი ვთქვა.

ყველაზე მეტად თბილისში მანქანები მეზიზღება.

ზოგჯერ მართლა ვიჯერებ, რომ ხეებსაც თავიანთი ჯიპები ყავთ, თითოს 2 თან. სადმე, შენობაში რომ ვზივარ, მაშინაც პანიკის შეტევები მაქვს, ზოგჯერ, მგონია რამე ყვითელი, ტალახიანი ჰამერი ან მლ შემოვა ფანჯრიდან და დააპარკინგებს ჩემზე, ისე, ვითომ არაფერი.

ასფალტის და ბინძური მანქანების ქალაქია და მალე კი არა, უკვე ახლა აღარაა ადამიანების ადგილი ქუჩებში. აი, ნახეთ, სამ წელიწაში ყველგან ტრასა იქნება.

იმას დავაკვირდი, ბოლო წლების განმავლობაში, გზების მეტი რომ არავის არაფერი უკეთებია. ეს ყველას რომ მანქანა უნდა და თან დიდი მანქანა, არ ვიცი რას შეიძლება დავაბრალო, ნუ ნაწილობრივ ვიცი, რო კომპლექსია, ბავშვს რომ კოკა-კოლას არ ასმევენ და რომ იზრდება და დღეში 9 ლიტრის სმას რო იწყებს ისეა. ძალიან ბევრისთვის ხომ ესაა ცხოვრების მაქსიმუმი: მანქანა, სახლი თბილისში და ზაფხული ქობულეთში. მორჩა.


ესენიც უგებენ გზებს, ტუალეტიდან - მაღაზიამდე, მაღაზიიდან - საქანელამდე, საქანელიდან - პარკის გავლით - მეორე მაღაზიამდე, თან დღისით, მზისით, რასაც აკეთებენ, ის გზებიც საცობებმა რომ ჩაანგრიოს და მერე ხელახლა იყოს გასაკეთებელი.

აუქმებენ ტროტუარებს, ყველგან პარკინგს აკეთებენ, რომ ტრაკი არ აწიოს ხალხმა, ოდნავ ზედმეტად ფეხი არ გადადგას. ქვეითებს კი დაბინძურებისთვის აჯარიმებენ. დადიან მანქანები გზებზე, ტროტუარზე, შენობაზე, ერთმანეთზე, ზებრაზე, ხალხზე... ამ ქალაქში გადარჩენა ყოველდღიური პერფორმანსია.

ცოტა ხნის წინ, მარიამ ნატროშვილმა, დეთუ ჯინჭარაძემ და რამოდენიმე მოხალისემ პარტიზანული მებაღეობა თბილისში-თან ერთად ტროტუარის ოკუპაცია სცადა, რისთვისაც კი საბურავებში ჩარგული მცენარეები გამოიყენა.

 

 

მაგრამ, მეორე დღესვე, ძვირფასმა ძიებმა და დეიდებმა, დიდ თუ პატარა მანქანებში მსხდომებმა, თავი არაკომფორტულად იგრძნეს, "ოიჰ, პირდაპირ ჩემს სახლთან ვერ ვაყენებ მანქანას, ოიჰ, კართან ვერ მივდივარ, ოიჰ, მიწაზე ფეხის დადგმა მიწევს" .. და საბურავები ყვავილებიანად გვერდით გააჩოჩეს, ამოთხარეს, პატრული გამოიძახეს, იჩივლეს, იყაყანეს, იძუკნეს და რამდენიმე დღეში ქალაქის დაბინძურებისთვის რამდენიმე პარტიზანი ოკუპანტიც დააჯარიმეს. რა თქმა უნდა, აბა რას ელოდნენ?!! მცენარე ქალაქის დაბინძურებაა, უკიდურესად უხარისხო საწვავის გამონაბოლქვი კი ღირსება, თავიანთ ნანატრ ტურისტებსაც პირველად, ალბათ, გამონაბოლქვის სამკურნალო ძალებსა და ქართლის დედაზე უყვებიან.

და თუ ახლა უკვე ქალაქი დედა მოტ%%%%%ა‬ და თუ როგორც ხალხი ფიქრობს, მამის მოტ%%%ა უფრო რთულია, მალე ქალაქს ეგ რთულად მოსატ%%%% მამაც მოეტ%%%%%ა.