Raskol Na-Na-Na

არ ვიცი რა საერთო აქვთ კეინის ბეტმენს და დოსტოევსკის რასკოლნიკოვს: ის, რომ ვერც ერთი ვერ დაფრინავს? ვთქვათ, ჯანდაბას ლოგიკა და ეს საკმარისი წინაპირობაა იმის დასამტკიცებლად, რომ სინამდვილეში ბეტმენი სულაც არ არის ბრიუს უეინი, როგორც ეს გოთემის მაცხოვრებლებს ჰგონიათ. (ღმერთმანი, ბრიუს, ღამურას ნიღბიდან ნახევარი სახე ჩანს! კარგი, მართალი ხარ, კლარკ კენტის სათვალეები ბევრად უფრო სასაცილოა, მაგრამ ეგ დაფრინავს მაინც). ხოლო თუ ბეტმენი ბრიუს უეინი არ არის, მაშინ ის აუცილებლად რასკოლნიკოვია. ეს იცის კომიქსების მხატვარმა R. Sikoryak-მა, მაგრამ მთავარია რა იცის გამომძიებელმა პორფირი პეტროვიჩმა. არა?

მაშ ასე:

ქალბატონებო და ბატონებო, თქვენ წინაშეა "დანაშაული და სასჯელი გოთემში", იგივე "ღატაკი ბეტმენი პეტერბურგში."

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

ბეტმენი რასკოლნიკოვისა და რობინი სონია მარმელადოვას მონაწილეობით "დანაშაული და სასჯელის" (კვლავ) წაკითხვა R. Sikoryak-ის წიგნში Masterpiece Comics შეიძლება. თანაც დოსტოევსკის "ბეტმენის" გარდა წიგნში კლასიკური ნაწარმოებებისა და ცნობილი კომიქსების სხვა საინტერესო ჰიბრიდებსაც გადააწყდებით, მათ შორის კაფკას Peanuts-სა და კამიუს "სუპერმენს".