საქართველო D&AD -ის რუკაზე

D&AD ( Design & Art Direction) ჯერ კიდეც 1962 წლიდან იღებს საფუძველს, ეს არის კრეატიულად მოაზროვნე ადამიანთა ერთგვარი სივრცე, რომლშიც ისინი ყოველწლიურად გვიჩვენებენ თავიანთ შესაძლებლობებს და იმკვიდრებენ სახელს დიზაინის ისტორიაში.


აქ არიან როგორც პროფესიონალები, ასევე ახალბედები, რომლებიც ახლა დგამენ პირველ და მნიშვნელოვან ნაბიჯებს. სწორედ ასეთი წარმატებული ნაბიჯი გადადგა წელს D&AD New Blood - ის კატეგორიაში გამარჯვებით ნიკა გუჯეჯიანმა, რომელიც Miami Ad School - ის სახელით იღებდა კონკურსში მონაწილეობას.

2 ივლისს ლონდონში ტარდება ცერემონია, სადაც უკვე ზუსტად გავიგებთ თუ რომელი ტიპის D&AD Pencil -ის ჯილდოს გადასცემენ გამარჯვებულს.

ახლა, რაც შეეხება პროექტს, რომელზედაც ნიკა მუშაობდა თავის ქოფირაითერ Nate Mayer ერთად. მოცემული იყო თემა, რომელზედაც მათ ერთად მოუწიათ პრობლემის გადასაჭრელად კონცეპტის შექმნა. ეს არ იყო უბრალოდ საკონკურსო თემა, რომელიც კონკურსის დღეს ასრულებს თავის ისტორიას, ნიკას და Nate - ს შემთხვევაში, ისტორია თავის გზას გააგრძელებს Airbnb -ს თან ერთად.



 

Airbnb -ის მომხმარებელთა რაოდენობა ყოველდღიურად იზრდება, Webnb კი გვეხმარება რომ ამ მომხმარებელთა არსებობა გახდეს უფრო აზრიანი, და მრავლისმომცველი. კერძოდ, კი საცხოვრებელი ფართის დაჯავშნის შემთხვევაში მომხარებელს აქვს საშუალება აირჩიოს მისთვის სასურველი აქტივობა, რომელსაც განახორციელებს ადგილზე ჩასვლის შემთხვევაში ( იქნება ეს ხის დარგვა, მოხუცების დახმარება, მშიერის დაპურება..), რის შედეგადაც იგი თავისუფლდება Airbnb-ის მომსახურების საფასურის გადახდისაგან.

ეს პროექტი იმდენად საინტერესო და რეალურია, რომ ვფიქრობთ მალე ვიხილავთ მას და არა ერთხელ გადავუხდით მადლობას ნიკას და Nate -ს ამ საინტერესო პროექტის ჩამოყალიბებაში.

ნიკამ წელს კიდევ ერთი გამარჯვება მოიპოვა Art Directors Club (ADC) --ის კონკურსში,რომელიც ტარდება მსოფლიოს დიდ ქალაქებში ერთი და იგივე დროს, ამ კონკურსში მონაწილეობა შეუძლია ყველა დამწყებ კრეატივშიკს, რომელთაც ეძლებათ საშუალება მიიღონ Feedback-ები გამოცდილი კრეატივშიკებისა და პროფესიონალებისგან: გაქვს ერთი ღამე შენი თავის წარმოსაჩენად , გამარჯვებულები ირჩევიან თითო ქალაქიდან, ნიკამ თავისი თავის პრეზენტაცია მოახდინა ბუდაპეშტიდან , და სწორედ ამ ქალაქის 1 ALL STAR გახდა ის. აგვისტოში კი ის მიემგზავრება ნიუ-იორკში, სადაც ვორქშოფებთან და ლექციებთან ერთად ექნება საშუალება იმუშაოს რეალურ ბრიფზე JWT New York -ში. საბოლოოდ კი მოხდება პროექტის პრეზენტაცია კლიენტთან, რომელიც თავად აირჩევს საუკეთესო ჯგუფს.

Gar-Gar სულით და გულით უსურვებს ნიკას წარმატებას, როგორც Airbnb- ის პროექტზე ასევე ნიუ-იორკში ALL STAR - ზე, და ველოდებით კარგ ამბებს აგვისტოში.

წინ ცხელი ზაფხულია.