იარე ფეხით საცხოვრებელ სახლში ბარათაშვილის ხიდთან

ჩემი სახლის წინ, სკვერში, გუშინწინ, მეზობლის პუტკუნა ქალები მზეზე თბებოდნენ. მთელი დღე იქ იდგნენ და ჭორაობდნენ, მზე რომ გადაიწევდა ოდნავ, ესენიც გაჰყვებოდნენ და ასე.

ჩემი სახლის, წინ, სკვერში, გუშინ, ფეშენებელური კორპუსი ჩადგეს.

გუშინწინ, ჩემი უბანი მიყვარდა: აქ, ქალაქის სხვა უბნებთან შედარებით, კარგი, სუფთა ჰაერია-თქო, ვამბობდი.

გუშინ, საძირკველის ამოთხრა დაიწყეს რაღაც საოფისე შენობისთვის, ჩემი ქუჩის ამოსახვევთან.

როგორ ვიარო ფეხით : შენობებზე, თუ ერთი სახლიდან - მეორე სახლის გავლით?

არჩევანი ერთია - 450 კვადრატული მეტრი საოფისე ფართი თუ 450 კვადრატული მეტრი ფეშენებელური და ელიტარული ბინა ბარათაშვილის ხიდთან, მშვენიერი ხედით!!!

არჩევანიც ერთია და არადანიც - არცერთი დაკარგული კვადრატული სანტიმეტრი!!! ყველაფერს ვიყენებთ, ყველგან უნდა ვიცხოვროთ, ყველგან უნდა ავაშენოთ!!!

თავისუფალი სივრცის აბსოლუტური ოკუპაციის, დაპყრობისა და ყველგან საკუთარი "სწენკის ჩადგმის სურვილს" ეხმაურება გიორგი მაღრაძე თავის ნამუშევარში "საცხოვრებელი სახლი ბარათაშვილის ხიდთან", რომელიც "უარე ქალაქს" ფარგლებში, ბარათაშვილის ხიდთან გააკეთა.

„ეს არარეალური შენობის გეგმა მოცემულ სივრცეში წარმოუდგენილია რეალობად იქცეს. თუმცა, მსგავსი საზოგადოებრივი სივრცეები ხშირად კერძო ინტერესს ეწირება და მოქალაქეებისთვის მიუწვდომელი ხდება.“- ამბობს გიორგი და ვეთანხმებით, სულაც არ გაგვიკვირდება რამდენიმე თვეში აქ რამე ახალ "დირსი"-ს თუ ვნახავთ და თუ მშენებლობის მტვერში სიარული მოგვიწევს.

ფოტო :"იარე ფეხით"

ყველაფერი კი ისე ვითარდება ამ გადასარევ ქალაქში, რომ მალე " იარე ფეხით" სახელის შეცვლა და "იარე ფეხით მტვერში, ქარში, შენობებში" დარქმევა მოუწევს.