Christopher Booth და ფოტოთერაპია კონტეინერში

 

Gar-Gar არ არის მხოლოდ ონლაინ ჟურნალი. მისი შესაძლებლობები და აქტივობები სცდება ვირტუალურ სამყაროს. ამისთვის იგი მუდამ ახალი თუ ძველი სახეების ძიებაშია, რათა კიდევ ერთხელ გააცნოს თუ შეახსენოს ისინი ფართო საზოგადოებას.ყველაფერი კი დაიწყო Christopher Booth-ით. იგი, ასე ვთქვათ, Gar-Gar-ის აღმოჩენაა, სწორედ ჩვენ წარვუდგინეთ ის ქართველ და არამარტო ქართველ მაყურებელს.

 

16-17 მაისს გალერეა კონტეინერში ჩატარდა Christopher Booth-ის ფოტოთერაპია. როგორც ავტორი ამბობს, ეს არის თერაპია, რომელიც მას რთული პერიოდის გადალახვაში დაეხმარა. სწორედ ფოტოგრაფიის ხელშეწყობით შეძლო მან მძიმე პერიოდიდან და მუდმივ დაძაბულობაშ ყოფნიდან რეალობაში დაბრუნება. 

 


 

Christopher-ის ფოტოები არის ყოველდღიური ისტორიები. ერთ კადრში გაცოცხლებული ისტორიაა, რომლის განვითარებაც ჩვენს ფანტაზიაზეა. ფოტოგრაფი გვთავაზობს მხოლოდ იმ მომენტს, რომელიც დიდ ემოციებს იწვევს მასში. ეს არის ერთგვარი მელოდრამა, რომელსაც ყოველდღე ვხვდებით ქუჩებში, მაგრამ ყველა ვერ ამჩნევს ამას. Christopher-ი გვთავაზობს შავ-თეთრ ფოტოებს, რომელიც უფრო მეტ დრამატულობას სძენს მის ფოტოებს: რომლებიც უნიკალური იუმორითაც ხასიათდება.

გალერეა კონტეინერის ერთ სივრცეში Christopher-მა წარმოგვიდგინა და ერთმანეთს დაუპირისპირა ყოფილი საბჭოეთი და ევროპა: რამდენადაც განსხვავებულია ისინი ერთმანეთისგან, იმდენად ჰგვანან.

 


 

Booth-ის ფოტოთერაპია საკმაოდ საინტერესო და ახალი აღმოჩნდა ბევრისთვის, განსაკუთრებით ევროპის სერია და იმედს ვიტოვებთ, რომ მომავალშიც ვიხილავთ მის ნამუშევრებს.

 

 

Gar-Gar კი განაგრძობს ახალი თუ ძველი სახეების აღმოჩენას,გაპიარებას და ცხოვრების ორი მიზნის არჩევის საშუალება რომ ჰქონდეს, მეორე მიზნად ყველა ნიჭიერი და საინტერესო პიროვნების მხარდაჭერას დაისახავდა. [ყველა დაინტერესებულ არტისტს შეუძლია დაგვიკავშირდეს.]