MDFW - ავთანდილი

მერსედეს - ბენცის დღეები თბილისში ავთანდილმა დახურა. რიტუალების სასახლეში გამართულ ჩვენებაზე მთელი მოდა-ელიტა-ნაღები საზოგადოება მობრძანდა, ისინი არც ყინვამ შეაშინა და არც ქარმა, შედეგად კი მიიღეს დიდებული ფურშეტი და ავთანდილის ჩვენება. 

 

დავუბრუნდეთ ჩვენებას: როგორც ყველამ თქვა, ეს იყო განსხვავებული ავთანდილი : არა ისეთი დახვეწილი და ნაზი, როგორსაც მიჩვეულები ვართ. ეს იყო ჯინსში ჩაცმული, აქტიური, მუდმივად გადარბენაზე მყოფი ქალბატონი, რომელსაც კლასიკური ფორმები, მაღალწელიანი ჯინსები, მიდი სიგრძის კაბები, ხავერდი, პრინტი, ზოლები და 70-იანების წვეტიანი პერანგები თანაბრად უხდება.

 

 

 

საერთო ჯამში, ვერ გავიგეთ რატომ ერქვა მერსედეს - ბენცის მოდის კვირეულის ნაცვლად მოდის დღეები ამ სანახაობას, მაგრამ, უნდა აღვნიშნოთ, რომ, როგორც იქნა, კარგად ორგანიზებული, სანახაობრივად მშვენიერი და საინტერესო კვირეული ჩატარდა საქართველოში (რაც ისედაც მოსალოდნელი იყო, როცა საქმე ასეთ ბრენდდთან გვაქვს). არც დრო დაგვიკარგავს და უკმაყოფილოებიც არ წამოვსულვართ. გახსნის ჩვენებაზე და ჩვენს შენიშვნებზე უკვე დავწერეთ და მოუთმენლად ველოდებით შემდეგ სეზონს, რომ ვნახოთ, გამოსწორდა თუ არა ლაფსუსები.