CTRL C - CTRL V

ვნახეთ თბილისის მოდის კვირეული, ბევრი კარგი იყო, ბევრი - ცუდი. ბევრი ახალი ვნახეთ, ბევრმა გაგვაოცა კარგი მნიშვნელობითაც და ცუდითაც.

გაგვაკვირვა DALOOD - მა.

მოკლედ, შეიძლება ბევრს მოეწონა ჩვენება, თუმცა, საქმე რაშია:  აღმოჩნდა, რომ DALOOD - ის 70 წლების მოდა, სულ არ ყოფილა DALOOD - ის.

 

 

 

წითელი და შავი კომბინიზონი, რომელიც პირდაპირი ასლი იმისა, რაც ადრე 70 -იანებში გვინახავს (ან არ გვინახავს). კომბინიზონი  თეთრი, სიგრძივი ხაზებით, გულმკერდთან ჭრილით - ერთი-ერთში არის გადმოტანილი, ყოველგვარი ცვლილებების გარეშე, რაც შეეხება შავ კომბინიზონს აქაც ერთი - ერთში 4 ჭრილი გვაქვს გულმკერდთან, ოღონდ ამ შემთხვევაში დიზაინერი თავს არიდებს გულსაბნევის გამოყენებას გულმკერდის ცენტრში.

 

რაც არ უნდა კარგი ყოფილიყო DALOOD - ის ჩვენება, როგორც არ უნდა მოგვწონებოდა ყველა კოსტუმი, ყველა ლუქი,  ეს ფაქტი ყველაფერს უსვამს ხაზს.

 

მაგრამ მოდის ისტორიას ბევრი ასეთი მაგალითი აქვს შემონახული.

Givenchy Fall 2013 -- Yohji Yamamoto Fall 1997

 


Comme des Garçons SS 2001 -- Gloria Coelho SS 2013

 

Pierre Cardin 1971 -- Gloria Coelho SS 11/12

 

ამით არანაირად არ ვამართლებთ დიზაინერის საქციელს, გვინდა კიდევ ერთხელ გავუსვათ ხაზი იმას, რომ 21- ე საუკუნეში, სადაც ყველაფერი სააშკარაოზეა გამოტანილი, ცოტა საშიში და ცუდი საქციელია სხვისი განხორციელებული იდეების კოპირება. ყველაფერი შეიძლება გახდეს ინსპირაციის წყარო, თუმცა ინსპირაცია არანაირად არ გულისხმობს ასლების კეთებას.

 

ერთი-ორი სიტყვით დიანა ქვარიანზეც.

დიანა ქვარიანის შემოდგომა / ზამთრის ჩვენება თავისი ფერთა გამით, ფაქტურით ძალიან გვაგონებს Dries Van Noten FW 2015 - ის კოლექციას.

 

ფოტო ეკუთვნის თბილისის მოდის კვირეულს

 

ფოტო ეკუთვნის თბილისის მოდის კვირეულს

 

დალოოდის ჩვენება