MBFW - დღე მეორე

კვირეულის მეორე დღე ორი უკრაინული მოდის სახლის და ჩვენი ძვირფასი Atelier Kikala -ს დღე იყო.

 

ლადო ბოკუჩავა რომ ძალიან კარგი დიზაინერია და მისი შემოდგომა/ზამთრის კოლექციაც რომ სიამოვნებით გვექნებოდა, ამაში ჯერ კიდევ თბილისის მოდის კვირეულზე დავრწმუნდით. TFW-სგან განსხვავებით, აქ მოდის სახლმა პერფორმანსის ნაცვლად უკვე კლასიკური, საკმაოდ დინამიური ჩვენება მოაწყო და უკვე ნანახ კოლექციას ნაქარგი პალტოები და ახალი, ჩვენი ფავორიტი - უზარმაზარი ნაქსოვი სვირტები შემატა. 

საერთო ჯამში, ესაა კოლექცია, რომლის თითქმის ყველა ნაწილს სიამოვნებით ვიხილავდით ზამთრის თბილისის ქუჩებში, ლამაზ ადამიანებზე.

 


 

 

რაც შეეხება უკრაინულ მოდის სახლებს : Przhonskaya თავისი გრაფიკული და Poustovit უკრაინელი დიზაინერების საყვარელი - ყვავილოვანი პრინტით, იმედს გვიტოვებს რომ უკრაინულ მოდაში ბევრად უკეთესი ამბებიც ხდება.

 

 

დღის ბოლოს მივუსწარით ლაკო ბუკიასა და გრეგორი რეჯინის კოლაბორაცია - პერფორმანსის დასასრულსაც რომლის მთავარი ხაზიც დიზაინერის შემოდგომა/ზამთრის სეზონის მთავარი კონცეპტის პორტრეტის და მისი შემადგენელი დეტალების ირგვლივ ვითარდებოდა.