Lieke van der Vorst და მისი მეგობრები

თუ გაქვს ფერადი ფანქრები, საკუთარი ბოსტანი, გყავს მეგობრები და დამატებით, წარმოსახვითი მეგობრები, შენს ბედს ძაღლი არ დაჰყეფს. ჰო, ძაღლიც კარგი იქნებოდა (მაგრამ კატაც შეიძლება).


ჰოლანდიელი გოგონა Lieke van der Vorst ასეთ გარემოში თავს ისე გრძნობს, როგორც თევზი წყალში. მისი წარმოსახვითი მეგობრები ანთროპომორფული, ე.ი. ადამიანური ცხოველები არიან - ფერადი დეკორატიული ჯემპრები აცვიათ და სიფაფუკეს და სიმშვიდეს ასხივებენ. რასაკვირველია, მათ არც Lieke-ს ჩვეულებრივი მეგობრები, ე.ი. ადამიანური ადამიანები და ცხოველური ცხოველები ჩამორჩებიან და ყველანი ერთად შეხმატკბილებულად თანაარსებობენ, ყოველ შემთხვევაში ილუსტრაციებში. ჩვენ კი ისღა დაგვრჩენია, შესაძლებლობა ხელიდან არ გავუშვათ და ფინჯან ჩაიზე თავი დავიპატიჟოთ.

სხვათაშორის, Lieke თავისი ანთროპომორფული მეგობრების ისეთივე რბილ და ფუმფულა სკულპტურებსაც აკეთებს, როგორსაც ხატავს.

ხოლო, თუ სულ მთლად გაგვიმართლებს და Lieke -ს მეგობრები გვირილის ჩაის დაგვალევინებენ, დესერტად აუცილებლად Kamille thee უნდა მივაყოლოთ - ძალიან ლამაზი ილუსტრირებული წიგნი ისრალის პრემიერ-მინისტრი ქალის გოლდა მეირის ცხოვრებაზე.

მეტის სანახავად და ღია ბარათების შესაძენად კი თავად Liekeland-ში მიბრძანდით. აი, აქ: http://www.liekeland.nl/