SoundSpring Batumi - ექსპერიმენტული მუსიკის გაზაფხული ბათუმში

8, 9, 10 მაისს, ბათუმში, CAC Gallery 41/41-ში, ყოველწლიური, თანამედროვე/ექსპერიმენტული მუსიკის ფესტივალი Soundspring 2015 წელს მეორედ ტარდება.

ფესტივალის მიზანია მუსიკაში (ასევე ზოგადად ხელოვნებაში) ექსპერიმენტის მნიშვნელობის დაფიქსირება, მუსიკაში თანამედროვე ტენდენციების მსმენელისთვის გაცნობა, მუსიკოსებს შორის თანამშრომლობის და გამოცდილების გაზიარებისთვის საჭირო დროებითი პლათფორმის შექმნა.

ვიზიტორებს საშუალება ექნებათ მოუსმინონ :

  • ლუკაშ სზალანკიევიჩ და პიოტრ კურეკ - (პოლონეთი)
  • ვარდან არუთინიანი და რაფ გიოლეტსიანი - (სომხეთი)
  • კოკა ნიკოლაძე - (ნორვეგია-საქართველო)
  • ნიკა მაჩაიძე, ვინსენტ ვოლტ, გიორგი სამსონია, ირაკლი აბრამიშვილი, ტეტე ნოიზ, სანდრო კოზმანაშვილი - (საქართველო)

იხილონ სერგა-ს ვიზუალები.

დაესწრონ ვორქშოფებს არჩილ გიორგობიანისგან, ნიკა მაჩაიძისგან, ნინო ჟვანიასა და კოკა ნიკოლაძესგან.

პროექტი ხორციელდება "სამხრეთ კავკასიის ხელოვნებისა და კულტურის რეგიონული პროგრამის" ფარგლებში. პროგრამის ფინანსურ მხარდაჭერას უზრუნველყოფს შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტო (SDC).

პროექტის პარტნიორები არიან: