დღე მეოთხე - დღე უკანასკნელი

უკანასკნელი დღე იყო ხუთი ჩვენების, ხუთი ისტორიის დღე.

 

ისტორია პირველი : გიორგი ქებურიას სპორტული და გლამურული 90-იანები. თავისი პრაქტიკულობით, სიბრჭყვიალით, ასიმეტრიული სახოლოებით და თეთრი კედებით.

კონტროლდაკარგული და ერთი შეხედვით, იმდენად სპორტული და პრაქტიკული, რამდენადაც - არაპრაქტიკული.

ისტორია მეორე : მარიამ გვასალიას ულამაზესი გობელენი, აბრეშუმი, ხავერდი და ორგანზა. გეომეტრიული ფორმები მთელი თავისი მშვენიერებით, ბევრი ჯიბე, აპლიკაციები, ფეხსაცმელი დაბალ, შუშის პლატფორმაზე, გაშიშვლებული მხრები, ნაქსოვი ზედები, ყვავილები, ულამაზესი გამჭვირვალობა.. ჩვენი ფავორიტი კოლექცია.

 

 

ისტორია მესამე : სალი ფანგანის სალვადორ დალის სურეალიზმით ინსპირირებული კოლექცია. ძალიან მარტივი ფორმებით, მასალებით და პრინტებით, საინტერესო ფინალური ლუქით, მოკლე შარვლებით და პალტოებით.

 

 

ისტორია მეოთხე : რია ქებურიას კოსმოსის მებრძოლები - ზღაპრიდან გადმოსული მოდელები ნიღბებით, ფერებით, ბუცებით, მასალების და ფორმების მრავალფეროვნებით.

 


 

ისტორია მეხუთე : ატელიე კიკალას ბუნება და კოსმოსი. აბსტრაქტული ნაქარგით და ბუნებრივი ფერებით, მწვანე, ლურჯი, ყავისფერი.

 

დაგვრჩა : გახარებული დიზაინერები, განვითარების ჭეშმარიტი პერსპექტივები და კარგ კადრს დახარბებული სტუმრები.

დაგვრჩა : ადგილობრივი დიზაინერების ძვირი ტანსაცმელი და ორი რამის იმედი:

1] ჩვენი ფავორიტები ისევ ისე გააგრძელებენ მუშაობას, როგორც აქამდე მუშაობდნენ, არ შეწყვეტენ განვითარებას და თავს ადგილობრივ ჩარჩოებში არ მოიქცევენ.


2] მხოლოდ მოდის კვირეულზე კარგად ჩაცმას არ იკმარებს ხალხი და ყოველდღიურ ლუქებზეც იწვალებს ცოტას.

 

შემდეგი გაჩერება Mercedes-Benz Fashion Week Tbilisi