ფოსტალიონი ოცნებობს პრადაზე

წელს მოდა Wes Anderson- ზე დგას. ჯერ იყო და Gucci - მ მთელი კოლექციით რეჟისორის საყვარელ ფერებს და ფორმებს მიაგო პატივი, შემდეგ კი პრადამ გაგვახსენა თავი.

ზუსტად ვერავინ იტყვის, თუ რამდენად დიდებულია პრადას და ყველაზე გენიალური Wes Anderson-ის თანამშრომლობა. უკვე ორი წელი გავიდა რაც მათი დამეგობრების პირველი შედეგი, Prada Candy campaign film ვიხილეთ. სწორედ აქედან დაიწყო რეჟისორმა მოდის სახლის დაპყრობა იმ ინსპირაციებით, რაც პრადას მესვეურებს დაუტოვა. სწორედ ვეს ანდერსონის სუნი აქვს ახალ ვიდეოებს, რომელიც იტალიურმა ბრენდმა თავისი Galleria bag-სთვის Autumn de Wilde-ს გადააღებინა.

დე ვილდემ შექმნა ძალიან, ძალიან ლამაზი და სევდიანი, ხუთი მოკლემეტრაჟიანი ფილმი, რომელთა სიუჟეტიც ერთი ფოსტალიონის გარშემო ვითარდება.

რეჟისორს, როგორც ჩანს, ძალიანც ახალისებს იმის წარმოდგენა, თუ როგორ ოცნებობს საწყალი ფოსტალიონი პრადას ჩანთაზე...

[ჯადოსნური მუსიკა The Blasting Co.-ს ეკუთვნის.]

დიდებულია ოცნებები,

დიდებულია ვეს ანდერსონი,

დიდებულია ფერები,

დიდებულია პრადა,

დიდებულია Autumn de Wilde,

ყველაფერი მოსაწონია.