Eloshi თბილისის მოდის კვირეულზე (წინასწარმეტყველება)

როგორც წესი, პირველ ჩვენებას მეორე მოსდევს, ასე რომ შეიძლება თავი დავიიმედოთ, რომ Materiel-ის მოსალოდნელად მძიმე ჩვენების შემდეგ Eloshi გვასიამოვნებს.

ისევ წარსულს უნდა გავეკიდოთ და ისე ვიწინასწარმეტყველოთ, რომ შემოდგომა 2015-სთვის ლელა ელოშვილს ექსპერიმენტები და კონცეპტები არ დაენანება.

ჩვენ კარგად გვახსოვს ლელას ულამაზესი კოლექცია London fashion week-ის საერთაშორისო შოუქეისზე. ფერადი და არქიტექტურული სიმბოლიკით აწყობილი ძალიან საინტერესო სამოსი.

ფოტოები დიზაინერის საკუთრებაა.