52 წლის ველური ბავშვი

რამის წარმოდგენაზე თუა საუბარი, ყველაფერს წარმოვიდგენ, მაგრამ Marc Jacobs თუ 52 წლის იქნებოდა, ვერც კი ვიფიქრებდი.

მარკმა თავი 1986 წელს გაგვაცნო, როცა CFDA Perry Ellis Award- ის ყველაზე ახალგაზრდა გამარჯვებული გახდა, როგორც ღვთივ ბოძებული ტალანტის მფლობელი მოდის სფეროში.

ამის შემდეგაა რაც გვაჩვენებს და გვაჩვენებს, ქმნის და ქმნის ახალ ფორმებსა და ფერებს, ხუმრობებსა და აქსესუარებს, ხსნის და ხურავს ბრენდებს (სულ ცოტა ხნის წინ Marc by Marc Jacobs-ის დახურვის შესახებ გაცხადდა)... ჯეიკობსი ამერიკისთვის იგივეა, რაც პრადა იტალიისთვის: შოუები, რომლებსაც ვერ გამოტოვებ, ბრენდადქცეული მოდის სახლი, მას ყოველთვის აქვს გამზადებული რაღაც ახალი დესერტი, რომელსაც მთელი მოდის სამყარო ელოდება... მარკი არის არევის და შერევის სპეციალისტი, შეუქმნია მრავალფენიანი გრანჟი, მედდების სამოსი და ბაჭიის ყურებიც, ბოჰემაც და აფრიკელი ქალებიც.

მისი სარეკლამო კამპანიებისთვის უმუშავიათ Charlotte Rampling-ს, Dakota Fanning-სა და Posh Spice-ს, ულამაზესს Juergen Teller-ს კი ფოტოები გადაუღია.

სწორედ მარკ ჯეიკობსის ბრალია სავსებით ჩვეულებრივი Louis Vuitton-ის პოპულარობა, სწორედ მან მოიგონა LV გრაფიტიანი ნაჭერი. თვითონ კი პოპულარულია არა მხოლოდ ქმნილებების, არამედ, პიროვნული თვისებების გამოც. მისი მოდა ზუსტად ასახავს, იმას, რაც თვითონაა.


მარკი ველური ბავშვია, რომელსაც აქვს ბევრი ფერადი ტატუ და რომელსაც საკუთარ ჩვენებებზე კილტი აცვია, ბავშვი, რომელსაც მოდის მთელი დედამიწა უსმენს.