დიდი სტატია დიზაინერ Pharrell-ზე

 

რა საოცარიც არ უნდა იყოს Pharrell Williams  41 წლისაა და უკვე დიდი ხანია, დიზაინერობაზეც დებს თავს. ძირითადად, მომრერლების და მსახიობების დიზაინში გადასვლა ახალს და საინტერესოს, თუ გინდათ - განსხვავებულსაც არაფერს გვპირდება ხოლმე, მაგრამ ამ შემთხვევაში, როგორ სკეპტიკურადაც არ უნდა განვეწყოთ, ფარელის ნამუშევრები ძალიან კარგია: როგორც დახვეწილი ფორმების, ისე იუმორის დიდი დოზის გამო. (ეს უკანასკნელი ხომ იშვიათობას წარმოადგენს თანამედროვე დიზაინში..)

მისი ბოლო ნაღვაწი Moynat- თვის გაკეთებული ლოკომოტივი ჩანთაა. 

ჩანთის ინსპირაცია ფილმი The Harvey Girls ყოფილა, რომელშიც ჯუდი გერლანდი მატარებლით მოგზაურობს ველურ დასავლეთში.

“თუ მეტაფორებს დავაკვირდებით, მატარებელი ცხოვრებას ჰგავს," - გაიძახის ფარელი. "მატარებლის შემადგენლობა არიან ადამიანები მის შიგნით, მატარებლის დანიშნულების ადგილები კი თვით ამ ადამიანებზე მოგვითხრობს. ჩანთის შიგთავსი გვეუბნება ვინ ვართ და საით მივდივართ."

ამასთან, მომღერალი იმასაც ამბობს ჩანთა- ჩანთააო, მაგრამ ჩანთა-ჩანთა სულ რაღაც კაპიკებად,  $4,000 - $10,000, შეგიძლიათ ჩაიგდოთ ხელში.

 


ჩანთებამდე მომღერალი ავეჯის დიზაინერობაში იყო შემჩნეული. 2008 წელს თავისი პირველი გამოფენისთვის "Perspective" სკამები დაამზადა. ფერადი, პროვოკაციულ, სექსუალური ფანტაზიების აღმძვრელ სკამებს ქალის და კაცის ფეხების ანალოგები ჰქონდათ საყრდენად. შეიძლება პარალელი რუთ ფრენკენის Homme-სთან გავავლოთ, მაგრამ ამ სკამებს მაინც თვალშისაცემი ხასიათი აქვთ. 

 

 

 

2010 წელს მის სახელს tank chair" მიეწერა, რომელიც ორგმინისა და ცხენის ტყავისგან იყო დამზადებული. ეს ნამუშევარი Art Basel Miami-ზე აჩვენეს.

 

როგორც ფარელს შეეფერება, ამ სკამებსაც საკმაოდ პოეტური კონცეპტი ჰქონდათ.

ეს ის შემთხვევაა, როცა გზა უნდა დავულოცოთ, ან თავზე ხელი გადავუსვათ, შევაქოთ და დაველოდოთ შემდეგს..