Love Is Like A Twitter Bird

ცოტა ხნის წინ ბელგიელმა მომღერალმა Stromae-მ და ფრანგმა ანიმატორმა Sylvain Chomet-მ ერთობლივი მუსიკალური ვიდეო "Carmen" გამოუშვეს.


როგორც ჩანს, ყველაფერი ასე მოხდა:


Stromae-მ ჰაბანერას მოუსმინა "კარმენიდან" და მიხვდა, ის არამც და არამც არ ერგებოდა რეალობას. "ჰმ...", - ჩაეცინა Stromae-ს და Sylvain Chomet-ს დაურეკა, როგორ გგონია სიყვარული დაუმორჩილებელი ფრინველია ("კარმენიდან" ციტირებდა) თუ ტვიტერის ჩიტიო. Chomet-ს დიდი ხანია კბილები ჰგონდა ალესილი კონსუმერიზმზე და გაქსუებულ ეგოებზე, აქეთ გაიხედა, იქით გამოიხედა და ტვიტერის ჩიტიო, უპასუხა.


ან ასე:


Stromae-მ ჰაბანერას მოუსმინა "კარმენიდან" და მიხვდა როგორ შეიძლებოდა მეტი ფულის შოვნა. "ჰმ...", - ჩაეცინა Stromae-ს და Sylvain Chomet-ს დაურეკა, როგორ გგონია კონსუმერიზმის კრიტიკა კარგად თუ გაიყიდებაო. მშვენივრად, ოღონდ სტილი უნდა გქონდესო, იმან უპასუხა.

ნებისმიერ შემთხვევაში თანამშრომლობა შედგა და ვიდეოც გავრცელდა, სხვათაშორის სოციალური ქსელების საშუალებით.